სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გ მ ც“
12.09.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გ მ ც“
შპს „გ მ ც“
ს/კ: 430030815

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 19 და 26 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 19 აგვისტოს №1341 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №7350) და 26 აგვისტოს №1372 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №7569), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გ მ ც“-ის (ს/კ: 430030815) მიერ SPA160010535 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 23 მაისის №50 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ.№8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.