სიახლეები/განცხადებები   ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აქვს პატივი, მოგიწვიოთ კონფერენციაზე
08.04.2015
   
 
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი ინფრასტრუქტური პროექტები და მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვები
2015 წლის 21 აპრილს 11:00 საათზე
(რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, მობრძანდეთ 10:30 საათიდან)
სასტუმრო რედისონის პირველ სადღესასწაულო დარბაზში
ვარდების რევოლუციის მოედანი-1
R.S.V.P. KTateshvili@mcageorgia.ge                 ტელ.: 577 55 61 95
 
ღონისძიების შესახებ
კონფერენცია მიზნად ისახავს, დაინტერესებული კომპანიებისთვის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობას, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებშია დაგეგმილი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვების, საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის, თბილისში საუნივერსიტეტო ფართების (ლაბორატორიებისა და სალექციო აუდიტორიების) რეაბილიტაციის პროექტისა და ასევე, უნივერსიტეტის ახალი სამეცნიერო ლაბორატორიის მშენებლობის პროექტის შესახებ.
2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ. 
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს 16 აპრილამდე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე წერილის გაგზავნით - ktateshvili@mcageorgia.ge 
გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი/გვარი, კომპანიის სახელწოდება და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის ან შეკითხვების შემთხვევაში, გხოვთ, დაგვიკავშირდეთ, ტელ.: 577-556195.