სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა
03.05.2017
   
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესმენებმა ცალკეული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პრობლემური  საკითხი დააყენეს, აგრეთვე, წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და ამ პრობლემების გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს გაანალიზებს და მოახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.

razmadze.JPG

როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, ასეთი ტიპის შეხვედრები სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ამ კუთხით არსებული პრობლემები მინიმუმადე იქნას დაყვანილი და ბიზნესს მაქსიმალური ხელშეწყობა ქონდეს.
შემდეგი შეხვედრა 17 მაისს სასტუმროს სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან ჩატარდება.