სიახლეები/განცხადებები   მომხარებელთა საყურადღებოდ!
22.03.2017
   
 
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში 2017 წლის 22 მარტს დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზის გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 261 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე ელექტრონულ შესყიდვებში, რომლებშიც 2017 წლის 22 მარტს მთავრდებოდა წინადადებების მიღების ვადა, წინადადებების მიღების დასრულების ვადა გადაიწევს 2017 წლის 23 მარტს, შესაბამის დროს.