სიახლეები/განცხადებები   ​საჯარო შეტყობინება – შპს „დადუ“
27.03.2017
    
 
 
შპს „დადუ“

(ს/კ: 431947646)
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 23 თებერვალსა და 7 მარტს წარმოდგენილ იქნა ააიპ „სპეციალური სერვისების“ 2017 წლის 23 თებერვლის წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №1993) და 2017 წლის 7 მარტის №01-2/135 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №2352), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „დადუს“ (ს/კ: 431947646) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2016 წლის 28 დეკემბრის №262 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR160225532) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.