სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „სიტროენ ჯორჯია“
08.08.2017
    
 


შპს „სიტროენ ჯორჯია“
ს/კ: 402033839
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 17 ივლისს წარმოდგენილ იქნა შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ 2017 წლის 17 ივლისის წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №6766), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „სიტროენ ჯორჯიის“ (ს/კ: 402033839) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2017 წლის 27 თებერვლის №64 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR170063384) ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.