სიახლეები/განცხადებები   ​კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
24.09.2018
   
 
შეგახსენებთ, რომ 2019 წლისთვის საჭირო იმ საქონელისა და მომსახურების შესყიდვა, რომელიც ექცევა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446  დადგენილების დანართით გათვალისწინებულ ჩამონათვალში უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით, აღნიშნული შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის con@spa.gov.ge მეშვეობით.
შესაბამის მომართვას თან უნდა ერთვოდეს შესყიდვის ობიექტის დასახელება, CPV-კოდი, პროდუქტის ან/და მომსახურების მიწოდების ვადები და სავარაუდო ღირებულება.