სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
07.03.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი

ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
პირადი №62006029821


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 10 და 21 თებერვალს წარმოდგენილ იქნა სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ 2017 წლის 10 თებერვლის №LA61700002582 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №1525) და 20 თებერვლის №LA31700003173 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №1849), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ვლადისლავ ბულიგინის (პირადი №62006029821) მიერ SPA160026355 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 9 ნოემბრის №01/02-05-163 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.