სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
14.02.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
 
ი.მ. ვლადისლავ ბულიგინი
პირადი №62006029821

 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 18 იანვარს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ 2017 წლის 17 იანვრის №MIA31700132725 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №575), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ვლადისლავ ბულიგინის (პირადი №62006029821) მიერ SPA160018910 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 10 აგვისტოს №467 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.