ბაზრის კვლევა   წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია
23.08.2016
   
 
                საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
 მოწვევა სატენდერო წინადადების წარდგენაზე
 
საქართველო
 
ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი
 
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და
წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია (დიზაინი და მშენებლობა)
 
 
კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/URDP/EMER/DB/NCB/01-2016
 
წინამდებარე მოწვევა ტენდერზე გამოიცემა პროექტის ზოგადი შეტყობინების შემდგომ, რომელიც გამოქვეყნდა 2016 წლის 17 თებერვალს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში - OJEU, n° S 33.
 
საქართველომ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) დაფინანსება ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის  (URDP)  განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია (დიზაინი და მშენებლობა). საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ კომპანიებს ტენდერზე აღნიშნულ სამუშაოებზე, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
 
      ღონისძიება #1 - წყნეთი-სამადლოს გზის რეაბილიტაცია - წყნეთი-სამადლოს დაზიანებული 750-მეტრიანი მონაკვეთის აღდგენა მის თავდაპირველ საზღვრებში ან მათ სიახლოვეს, რაც მოიცავს მეწყერ-საწინააღმდეგო ნაგებობის მშენებლობას და გზის რეაბილიტაციას;
      ღონისძიება #2 - წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია - წყნეთი-ახალდაბის დაზიანებული 400-მეტრიანი მონაკვეთის აღდგენა, რაც მოიცავს ბეტონის გამჭოლი დაბალ-წყლოვანი გადასასვლელის (გაძლიერებული ფილებით) მოწყობას და მიმმართველი კედლის მშენებლობას; ნატანდამჭერი ბადეების მოწყობა წყალშემკრებ უბნებზე.
      ღონისძიება #3 - წყნეთი-სამადლოს გზის დასავლეთ მხარის რეაბილიტაცია - წყნეთი-სამადლოს დაზიანებული 225-მეტრიანი მონაკვეთის აღდგენა #1 ღონისძიების დასავლეთით.
      ღონისძიება #4 – „ტბის“ დაცლის ღონისძიებები - წარმოქმნილი „ტბის“ დაცლა და წყლის მოსალოდნელი დაგროვების თავიდან აცილება, რაც მოიცავს  მიმდებარე ფერდების სტაბილიზაციის ღონისძიებებს და დრენირების მოწყობას „ტბიდან“ ჯოხონისხევის სადრენაჟო სისტემამდე;
ღონისძიება #5 - ადრეული შეტყობინების სისტემა - ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავება და მონტაჟი ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების შესამცირებლად.
 
კონტრაქტორი პასუხისმგებელი იქნება დეტალური საინჟინრო პროექტის შემუშავებაზე, მათ შორის ყველა საჭირო კვლევების ჩატარებაზე. საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა და სამუშაოთა ზუსტი მოცულობები დადგინდება კონტრაქტორის მიერ მომზადებული დეტალური საინჟინრო პროექტით.
 
მიწოდების/სამუშაოების საერთო ხანგრძლივობაა 14 (თოთხმეტი) თვე. კონტრაქტის სავარაუდო ღირებულებაა: 3,746,942 ევრო
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
 
1) კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 17,000,000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის ექვივალენტი;
 
2) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი
ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო
თანხებისა, მინიმუმ 2,000,000 (ორი მილიონი) ლარის ექვივალენტის ოდენობით;
 
3) როგორც ერთობლივი საწარმოს წევრს, ან კონტრაქტორს, ან მმართველ კონტრაქტორს, ან ქვე-კონტრაქტორს:
i) მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი დაკავშირებული გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობასთან და მეწყერ-საწინააღმდეგო და ნატან-დამჭერი ღონისძიებების სამუშაოებთან ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში, ღირებულებით არანაკლებ 8,000,000 (რვა მილიონი) ლარის ექვივალენტი, რომელიც წარმატებით დასრულებულია;
ან
ii) მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი დაკავშირებული გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობასთან ღირებულებით არანაკლებ 4,000,000 (ოთხი მილიონი) ლარის ექვივალენტი და მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი დაკავშირებული  მეწყერ-საწინააღმდეგო და ნატან-დამჭერი ღონისძიებების სამუშაოებთან, ღირებულებით არანაკლებ 4,000,000 (ოთხი მილიონი) ლარის ექვივალენტი, რომელიც წარმატებით დასრულებულია;
 
4) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონკურსანტს ან შემოთავაზებულ ქვე-კონტრაქტორს წარმატებით უნდა ჰქონდეს შესრულებული მინიმუმ ერთი (1) დეტალური საინჟინრო პროექტირება გზის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობისათვის, ღირებულებით არანაკლებ 90,000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ექვივალენტი და მინიმუმ ორი (2) დეტალური საინჟინრო პროექტირება მეწყერ-საწინააღმდეგო და ნატან-დამჭერი ღონისძიებების სამუშაოებისათვის, თითოეული ღირებულებით არანაკლებ 90,000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ექვივალენტი; ან ზემოაღნიშნული კომბინირებულად.
 
ტენდერი ტარდება „საერთაშორის საკონკურსო ვაჭრობის“ (International Competitive Bidding) პროცედურების შესაბამისად ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით.
 
დაინტერესებულ ტენდერის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმება შეუძლიათ მუნიციპალური განვითარების ფონდში ქვემოთ მითითებულ მისამართზე 14:00 საათიდან 17:00 საათამდე. დაინტერესებულ ტენდერის მონაწილეებს სრული სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შეძენა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემდეგ და არაანაზღაურებადი გადასახადის ჩარიცხვის შემთხვევაში რომელიც შეადგენს 100 (ასი) აშშ დოლარს ან ექვივალენტ ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღეს დადგენილი კურსის მიხედვით.
 
ლარის გადმორიცხვის შემთხვევაში:
ბენეფიციარი ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ბენეფიციარის ანგარიში: 707337069
 
დოლარის გადმორიცხვის შემთხვევაში:
ბენეფიციარის ბანკი: საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი
SWIFT კოდი: BNLNGE22
ბენეფიციარი: სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ანგარიშის ნომერი: GE65NB0331100001150207
ბენეფიციარი: სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი; ბენეფიციარის კოდი: 206 074 193
 
გადახდის დოკუმენტში აუცილებელია შემდეგი ინფორმაციის მითითება:
  • გადამხდელის დასახელება;
  • ბენეფიციარის დასახელება (სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი);
  • გადახდის დანიშნულება (სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია (დიზაინი და მშენებლობა), ტენდერის #: EIB/URDP/EMER/DB/NCB/01-2016).
 
სატენდერო დოკუმენტი გაცემული იქნება ელექტრონულად www.wetransfer.com სისტემის მეშვეობით ან მუნიციპალური განვითარების ფონდში ვიზიტის შემთხვევაში CD ფორმატით.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 3 ოქტომბრის 15:00 საათისა. ყველა სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების გარანტია ღირებულებით 200,000 (ორასი ათასი) ლარი, ან ექვივალენტი თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უარყოფილი იქნება. სატენდერო წინადადებები გაიხსნება 2016 წლის 3 ოქტომბერს 15:00 საათზე ტენდერის მონაწილეთა და ნებისმიერი პირის თანდასწრებით ვინც მოისურვებს დასწრებას.
ზემოთ ხსენებული მისამართი:
ვის: ჯუანშერ ბურჭულაძე, აღმასრულებელი დირექტორი
მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზ. 150, 0112, თბილისი, საქართველო,
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი
  1. სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმებისა და მასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში ოთახი 405, სართული მე-4.
  2. სატენდერო წინადადებების წარდგენისა და დაზუსტებების მოთხოვნის შემთხვევაში ოთახი 301, სართული მე-3.
  3. წინა სატენდერო შეხვედრისა და ტენდერი გახსნის შემთხვევაში ოთახი 316, სართული მე-3;
ტელ: +995322437001/02/03/04 ფაქსი: 995322437077
ელ-ფოსტა: Procurement@mdf.org.ge
ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge