სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში GIZ-ის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და DCFTA-ის მხარდაჭ
07.10.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში GIZ-ის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და DCFTA-ის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.  სააგენტოს პროექტის ხელმძღვანელი ფილიპ შტეინჰეიმი და პროექტის ექსპერტი დავით ოქროპირიძე სტუმრობდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. კერძოდ,  საუბარი შეეხო სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურად ჩართვისა და DCFTA-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებაში მხარდაჭერის საკითხებს.