ბაზრის კვლევა   მოწვევა ტენდერში მონაწილეობის შესახებ
08.07.2015
   
 
თარიღი 6 ივლისი 2015
სესხის ნომერი და დასახელება 2749; პროექტი – გეო: ურბანული მომსახურების
გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1
კონტრაქტის ნომერი და დასახელება UWSCG/CW/ICB/Office-01-2015, საქართველოს
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისის
შენობის მშენებლობა
სატენდერო წინადადებების მიღების
ბოლო ვადა 17 აგვისტო 2015, 16:00 სთ (ადგილობრივი დროით).


1. საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) ურბანული მომსახურების
საინვესტიციო პროგრამის (I ტრანში) ღირებულების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული სესხის
ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოხსენებული კონტრაქტის დასაფინანსებლად.
2. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს დალუქული სატენდერო
წინადადების მიღებას უფლებამოსილი პრეტენდენტებისგან 9-სართულიანი ახალი შენობის
მშენებლობაზე, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 5,000 მ2. ობიექტი მდებარეობს ქ. თბილისში,
უნივერსიტეტის ქუჩაზე. ძირითადი სამუშაოები მოიცავს შემდეგს: სამშენებლო ტერიტორიის ექსკავაცია,
მრავალსართულიანი რკინა-ბეტონის კარკასული შენობის მშენებლობა, რომელიც მოპირკეთებული იქნება
ალუმინის კომპოზიციური პანელებით; შიდა ტიხრების, კარებების, ფანჯრების, იატაკების და კედლების
მონტაჟი-მოწყობა; ლიფტის, ელექტრო გაყვანილობის, კომუნიკაციების, გათბობა-კონდიცირების
სისტემის, ცხელი და ცივი წყლის მილების და სანიტარული კვანძების მოწყობა; პარკირება და
ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენს 540 დღეს.
3. საერთაშორისო ტენდერი ჩატარდება აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების პროცედურების
შესაბამისად, კერძოდ, სამუშაოები ერთ-ეტაპიანი, ერთ-კონვერტიანი შესყიდვა და ტენდერი
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი
წარმომავლობის ქვეყნებიდან.
4. უფლებამოსილი პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, მათ
შორის:
• პრეტენდენტის საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში უნდა
იყოს მინიმუმ 5,5 მლნ. აშშ. დოლარის ექვივალენტი, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს
სრული დადასტურებული გადახდებით, მიღებული ბოლო სამ წელიწადში მიმდინარე ან
დასრულებულ კონტრაქტებიდან (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი
უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი მოთხოვნის 20%-ს, ხოლო ერთი პარტნიორი 50%-ს);
• ან სხვა ფინანსურ რესურსებთან ხელმისაწვდომობა, რათა პრეტენდენტმა დააკმაყოფილოს
ფინანსური რესურსის მოთხოვნა: (ა) მისი მიმდინარე საკონტრაქტო ღირებულება, მითითებული
ფორმაში FIN-4, 100% უნდა იყოს დაკმაყოფილებული შესაბამისი პარტნიორის მიერ, და (ბ)
მოცემული კონტრაქტისთვის უნდა ჰქონდეს წვდომა საკრედიტო ხაზთან ან სხვა ფინანსურ
რესურსებთან 800,000.00 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით (ერთობლივი საწარმოს
შემთხვევაში: თითოეული პარტნიორი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნის 20%-ს ხოლო ერთი
პარტნიორი მოთხოვნის 50%-ს);
• მსგავსი მოცულობისა და ხასიათის ხელშეკრულებები: პრედენტენტს ბოლო 5 წლის განმავლობაში
წარმატებით უნდა ჰქონდეს განხორციელებული მინიმუმ 1 ანალოგიური ხელშეკრულება,
რომლის ღირებულება შეადგენს 3,8 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტს, სადაც პრეტენდენტი
გამოდიოდა კონტრაქტორად, მენეჯმენტ კონტრაქტორად ან ქვეკონტრაქტორად; მოცემული
ხელშეკრულებები წინადადების წარმოდგენისას უნდა იყოს არსებითად ან სრულად
დასრულებული. კონტრაქტები ანალოგიურად ჩაითვლება ხელშეკურლების მოცულობის,
სამუშაოების ტიპის, სირთულის, მეთოდების, ტექნოლოგიებისა და სხვა მახასიათებლების
გათვალისწინებით, რაც დეტალურად მოცემულია დამსაქმებლის მოთხოვნებში (სატენდერო
დოკუმენტაციის მეექვსე ნაწილი) (ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში: ერთმა პარტნიორმა უნდა
დააკმაყოფილოს მოთხოვნა).
5. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის შესამოწმებლად, პრეტენდენტები
უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას შემდეგ მისამართზე:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ვაჟა-ფშაველას გამზ. 76 ბ, თბილისი, 0186, საქართველო
ტელეფონი: (995 32) 91 90 60
ელექტრონული ფოსტის მისამართი:, i.mazanishvili@water.gov.ge; m.shalamberidze@water.gov.ge
6. სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად (ინგლისურ ენაზე) უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა უნდა
უზრუნველყონ:
• ზემოაღნიშნულ მისამართზე UWSCG/CW/ICB/Office-01-2015, საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის ოფისის შენობის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის
შესახებ წერილის გაგზავნა;
• 500 ლარის ან 250 აშშ. დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა აღნიშნული
დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მისაღებად ან 700
ლარის ან 350 აშშ. დოლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა დოკუმენტაციის
მისაღებად კურიერის მეშვეობით.
ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი
SWIFT კოდი: LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE67LB0113123325230095 (ლარის ანგარიში)
GE40LB0113123325230096 (აშშ.დოლარის ანგარიში)
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიაში სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის წერილის და გადარიცხვის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და
გადასახადის უზრუნველყოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაცია დაინტერესებულ პრეტენდენტებს.
სატენდერო დოკუმენტაციები გაცემული იქნება ნაბეჭდი სახით (ელექტრონული ვერსიაც იქნება
გაცემული).
7. წარმოადგინეთ თქვენი წინადადება:
• ზემოთ (მე-5 პარაგრაფში) მითითებულ მისამართზე;
• 2015 წლის 17 აგვისტო, 16:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე;
• სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად, სატენდერო დოკუმენტში
მითითებულ ოდენობაზე.
სატენდერო წინადადებები გაიხსნება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისას
პრეტენდენტების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.