სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „MS“
18.01.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „MS“
 
შპს „MS“
ს/კ: 401961052
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 8 და 19 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 2016 წლის 7 დეკემბრის №01/6885 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №10987) და 2016 წლის 19 დეკემბრის №01/7130 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11321), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „MS“-ის (ს/კ: 401961052) მიერ SPA110019300 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2011 წლის 15 სექტემბრის №0300/31/210 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.