ბაზრის კვლევა   შესყიდვების ზოგადი შეტყობინება სსიპ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)”
24.06.2015
    
 
შესყიდვების ზოგადი შეტყობინება
სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასიის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით.
2015 წლის ივლისიდან 6 თვის განმავლობაში იგეგმება შემდეგი შესყიდვების გამოცხადება:
  1. 1. საქონლის შესყიდვა
    1.  
    2. 1.1. ლაბორატორიული აღჭურვილობისა და საჭირო ავეჯის შესყიდვა 2015 წლის  ფაზის სკოლებისათვის;
    3.  
    4. 1.2. კომპიუტერული პროგრამების ლიცენზიები;
  2.  
  3. 2. სამშენებლო/ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 
  4.  
  5. 2.1. საუნივერსიტეტო ფართის/შენობის მშენეგლობა;

2.2. 2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვა საკანალიზაციო წყლის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟების სამუშაოების შესყიდვის ჩათვლით;
  1.  
  2. 3. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
    1.  
    2. 3.1. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა სკოლის დირექტორთა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში;
    3.  
    4. 3.2. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა საქართველოს საჯარო სკოლების მოვლა–შენახვის პროგრამის შემუშავებისა და განხორცილებისათვის;

შესყიდვები ღიაა MCC-ის შესყიდვების გაიდლაინებით ნებადართული ქვეყნების  მონაწილეებისთვის.
 
ტენდერს დაქვემდებარებული შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინებები გამოქვეყნდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (www.mcageorgia.ge)  გაეროს ბიზნესის განვითარების (UNDB: //www.devbusiness.com/) და dgMarket (www.dgmarket.com) ვებ–პორტალებზე.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email:  procurement@mcageorgia.ge 
Cc: ktateshvili@mcageorgia.ge; nramishvili@mcageorgia.ge