ბაზრის კვლევა   2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
30.07.2015
      
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
 
IFB#PP06/GEP/CW/CB/04
2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვა
LOT #1 – სკრის, ტყვიავისა და ოკამის საჯარო სკოლები;
LOT #2 –გორის #5, ტინისხიდის, ფხვენისის და ხიდისთავის საჯარო სკოლები;
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები 2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვასთან დაკავშირებით (LOT #1 – სკრის, ტყვიავისა და ოკამის საჯარო სკოლები; LOT #2 – გორის #5, ტინისხიდის, ფხვენისის და ხიდისთავის საჯარო სკოლები;).
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
 
საჯარო სკოლების დათვალიერება გაიმართება 2015 წლის 18 აგვისტოსს დილის 9:30 საათზე. შეკრების ადგილი:
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დ. უზნაძის 52, თბილისი
საქართველო 0102
 
გაერთიანებული წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 20 აგვისტოს დილის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე–4 სართული, თბილისი
საქართველო 0108
 
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2015 წლის 31 აგვისტოს შემდეგ მისამართზე:
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული,
თბილისი, საქართველო 0108
 
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2015 წლის 31 აგვისტოს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული,
თბილისი, საქართველო 0108
 
 ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email:  procurement@mcageorgia.ge 
Cc: nramishvili@mcageorgia.ge