ბაზრის კვლევა   საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა საქართველოს საჯარო სკოლების მოვლა–შენახვის პროგრამის შემუშავების
04.08.2015
   
 

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა საქართველოს საჯარო სკოლების მოვლა–შენახვის პროგრამის შემუშავებისა და განხორცილებისათვის

 
PP05-A6/GEP/CS/QCBS/03
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
 
საქართველოს მთავრობამ შექმნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (“MCA-Georgia”), რომლის  მეშვეობითაც გეგმავს კომპაქტის განხორციელებას.
 
  • გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას. შერჩეული საკონსულტაციო კომპანია შეიმუშავებს საქართველოს საჯარო სკოლების მოვლა–შენახვის სისტემას, ეროვნულ დონეზე.  კომპანია იმუშავებს ადგილობრივ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ ორგანოებთან და პარტნიორებთან - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრატსრუქტურის განვითარების სააგენტოსთან („ESIDA”) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (“EMIS”).
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გიწვევთ სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად. დეტალები საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მოცემულია ტექნიკურ დავალებაში. დაინტერესების შემთხვევაში, მოწვევა წინადადებების წარმოსადგენად (“RFP”) ღიაა ყველა უფლებამოსილი საკონსულტაციო კომპანიისათვის და პირისათვის („კონსულტანტები“). 
 
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით: 
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
 
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 18 სექტემბერი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4). ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.