შესყიდვების შეტყობინება
მაღალი წარმადობის პროფესიული საბეჭდი დანადგარის შეძენა
ქალბატონებო და ბატონებო!
გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი ფასის შეთავაზება შემდეგ საქონელზე:
- 1. მაღალი წარმადობის პროფესიული საბეჭდი დანადგარის შეძენა;
- 2. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით. MCA-Georgia-ს განზრახული აქვს მიმართოს თანხები სათანადო გადახდების განსახორციელებლად იმ კონტრაქტებთან დაკავშრებით რომელთათვისაც გამოქვეყნდა წინამდება მოთხოვნა შემოთავაზებების წარმოდგენის შესახებ.
- 3. თქვენი ფასები (წარმოდგენილი აშშ დოლარებში, დღგ-ს გარეშე) უნდა გამოგზავნოთ მყიდველის ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
- 4. მყიდველის მიერ თქვენი შემოთავაზე(ბე)ბის მე-3 პარაგრაფში მითითებულ მისამართზე მიღების საბოლოო ვადაა 2015 წლის 12 მარტი 18:00 საათი საქართველოს დროით.
- 5. მოუთმენლად ველით თქვენს შემოთავაზებებს და მადლობას მოგახსენებთ ამ პროექტისადმი გამოჩენილი ინტერესისათვის.
-
- 6.დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვნის საქონელზე და სხვა პირობებზე შეგიძლიათ მიიღოთ ქვემოთ ხელმომწერი საკონტაქტო პირისგან.