სიახლეები/განცხადებები   SIGMA-ს საექსპერტო მისიის შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
09.09.2016
  
 
SIGMA-ს (ევროკავშირის და OECD-ის ერთობლივი ინიციატივა) საექსპერტო მისიამ 6-9 სექტემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შეხვედრები გამართა.  SIGMA-ს წამყვანი ექსპერტი ტეა  კოლარი (Teja Kolar) უკვე შეხვდა სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან რაზმაძეს, თავმჯდომარის მოადგილეს კახა დემეტრაშვილს, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს.
სამუშაო შეხვედრებზე განიხილეს საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროპოკავშირის ახალ დირექტივებთან. ასევე, საუბარი შეეხო ამ სფეროში ბალკანეთის და აღმოსავლეთ ქვეყნების ბოლო წლების პრაქტიკასა და გამოცდილებას.
SIGMA-ს საექსპერტო მისია შეხვედრების დასრულების შემდეგ,  საკანონმდებლო სრულყოფასა და ინსტიტუციურ აღმშენებლობაზე შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.