სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 20-22 სექტემბერს ვიზიტით SIGMA-ს მისია იმყოფებოდა
23.09.2016
  
 
IMG_4886.JPG

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 20-22 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით SIGMA-ს (ევროკავშირის და OECD-ის ერთობლივი ინიციატივა) მისია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილეებთან, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებთან.
SIGMA-ს ექსპერტებმა, დანიელ ივარსონმა, პიტერ გიორტლერმა, გიორგი კაზანმა, სააგენტოს თანამშრომლებისთვის 3 დღიანი ტრენინგი გამართეს. ტრენინგზე განხილვის მთავარი თემა იყო საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული ევროკავშირის ახალი დირექტივები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და გამოცდილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ანალიზი ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის კუთხით.  
მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმებზე.