ბაზრის კვლევა   წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზ
16.11.2016
   
 
GE-Tbilisi: ინტერესის გამოხატვა წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურებაზე წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტით (ევროპის საინვესტიციო ბანკი) ფაზა ორი
 
საქართველო
 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
                                                                                                         
წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II (WIMPII)
 
ინტერესის გამოხატვა საკონსულტაციო მომსახურებაზე
                                                                                                                                             
წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა  წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტი ფაზა ორი
 
EIB/WIMPII//CS/QCBS/02
  1. კონტრაქტის მიმნიჭებელი ორგანიზაციის დასახელება, ტელეფონი და ფაქსი:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აღმასრულებელი დირექტორი - ბ-ნი ჯუანშერ ბურჭულაძე მის: დ. აღმაშენებლის #150, თბილისი, საქართველო. ტელ: +995 32 2437001/02/03/04; ფაქსი: +995 32 2437077, ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge; ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge.
  1. პროცედურა
შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი
  1. სახეობა: მოწვევის შეტყობინება ინტერესის გამოხატვაზე
კომპანიები, რომელთაც სურთ სიაში შესვლა, მოწვეულნი არიან აღნიშნულის განსახორციელებლად, მოცემულ მოწვევაში ჩამოყალიბებული დებულებების შესაბამისად.  მგფ აღნიშნულ სიაში შეიყვანს ყველა განაცხადს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ 7,8 და 10 პარაგრაფებში  ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს.
  1. მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული  ესპერტიზისა და მომსახურების განხორციელებას
საქართველოს მთავრობამ (”სესხის ამღები”) მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის (”ბანკი”) სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტის დასაფინანსებლად (WIMPII). მოცემული საერთაშორისო მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე  დაკავშირებულია წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობის კონტრაქტთან, წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული  თვრამეტი ქალაქისთვის.
 
 აღნიშნული ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს ბანკის მიერ დაფინანსებული წყალსადენის პროექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობის ორგანიზებას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება FIDIC-ის 2010 წელს გამოცემული წითელი წიგნის სანიმუშო კონტრაქტის  ფარგლებში.
 
აღნიშნული დავალების ძირითად მიზანს წარმოადგენს ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს თვრამეტ ქალაქში მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესს. 9 მიმდინარე კონტრაქტი: (წნორი, თელავი-კურდღელაური, ახმეტა, ლაგოდეხი, საგარეჯო, დუშეთი, ტყიბული, ზესტაფონი, წალკა) და 9 დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდში მიმდინარე კონტრაქტი: (ლიკანი-წაღვერი, აბაშა, სენაკი, ხობი, თერჯოლა, ოზურგეთი, ქარელი, ბოლნისი, სიღნაღი).
 
EIB -ის მიერ შეფასებული  პროექტის მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს  80 მილიონ ევროს. პროექტის ფინანსური სტრუქტურა ქვემოთ არის მოცემული:
 
დაფინანსება
მლნ ევროში
მთლიანი საინვესტიციო ღირებულება
მლნ ევროში
EIB სესხი 40 80
ADB ტრანში 2 32
საპროექტო გრანტი 8
 
აღნიშნული დავალებით გათვალისწინებულია შემდეგი  კონკრეტული მიზნების მიღწევა: 
 
  • სამუშაოების და საქონლის მოწოდების კონტრაქტების საიმედოდ განხორციელების უზრუნველყოფა გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში საქონლის დროულად მოწოდების ჩათვლით;
  • მაღალი ხარისხის საზედამხედველო მომსახურების უზრუნველყოფა.
  • დამკვეთის დახმარებას კონტრაქტორებისათვის დროულად და სამართლიანად გადახდის მიმართულებით;
  • დამკვეთის დახმარება ნებისმიერ საჩივართან/პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა წამოიჭრას;
  • სახელმძღვანელოების მომზადება, ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა მგფ-სათვის;
  • ანგარიშების მომზადება.
 
კონსულტანტს უნდა ჰყავდეს ძლიერი და გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც უნდა შედგებოდეს, მაგრამ არ იზღუდებოდეს: FIDIC-ის ინჟინრები, მექანიკოს-ინჟინერი, ელექტრო-ინჟინერი, გეოტექნიკოს-ინჟინრები.
 
შერჩევაში მონაწილეთათვის შეზღუდვები არ არსებობს.
 
კონსულტანტი უნდა იცნობდეს მშენებლობასთან დაკავშირებულ ადგილობრივ კანონმდებლობას. მეტად რეკომენდირებულია, რომ ექსპერტების მნიშვნელოვან ნაწილს გააჩნდეს საქართველოში მუშაობის წარსული გამოცდილება, ან დსთ-ს ქვეყნებში, ფლობდეს საზედამხედველო მომსახურების ადგილობრივ ლიცენზიებსა და ნებართვებს და ჰქონდეს ადგილობრივ ენაზე კომუნიკაციის უნარი.  (ქართული ან რუსული)
კონსულტანტმა უნდა გაითვალისწინოს სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო დატვირთული პერიოდები და უზრუნველყოს ექსპერტების ადეკვატური მონაწილეობა ამგვარი პერიოდების განმავლობაში.  
 
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს ზემოთ ხსენებული მომსახურების განხორციელებაზე ინტერესის გამოსახატავად. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა საკუთარი განაცხადები უნდა წარმოადგინონ ზემოთ აღნიშნული მომსახურების სფეროში კვალიფიკაციის დასაბუთების მიზნით. 
                    ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სტანდარტულ ფორმებში, რომელიც მოთხოვნისამებრ                            
              იქნება ხელმისაწვდომი (იხ. პუნქტი 9).
 
კონსულტანტების შერჩევა მოკლე სიისთვის, მოხდება ევროპის საინვესტიციო ბანკის 2011 წლის ივნისში გამოცემული სამოქმედო სახელმძღვანელოს შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებებით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის განსაზღვრული შეზღუდული პროცედურების შესაბამისად.
                    მოკლე სია შედგება 5-დან 8 კომპანიის შემადგენლობით.                                                
იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას მხოლოდ ერთი განაცხადი, მონაწილეობის ფორმის მიხედვით (როგორც ინდივიდუალური იურიდიული პირი ან როგორც ლოდერი ან წევრი კონსორციუმისა, რომელიც განაცხადს წარმოადგენს). იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული ან ფიზიკური პირი ერთ განაცხადზე მეტს წარმოადგენს, გამოირიცხება ყველა ის განაცხადი, რომელშიც ამ პირმა მოანაწილეობა მიიღო.
 
  1. კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ადგილი და ხანგრძლივობა
 
მოცემული კონტრაქტის განხორციელება იწყება 2017 წლის 1 ივნისიდან.  მოცემული დავალების განხორციელების სავარუდო ხანგრძლივობაა 19 თვე. ძირითადი საველე საზედამხედველო მომსახურება განხორციელდება 6 თვის განმავლობაში, რასაც მოყვება დეფექტების დაფიქსირების 12-თვიანი პერიოდი.  
 
წინამდებარე დავალებისათვის ხელმისაწვდომი მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 850,000.00 ევროს.
 
კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობა განხორციელდება საქართველოს 18 ქალაქში (იხილეთ 4 პარაგრაფი).
 
  1. განაცხადების გადაცემის, გაგზავნის და წარმოდგენის პროცედურები, 8-ე პარაგრაფში ჩამოყალიბებული ყველა სახის ინფორმაციის, ფორმალური მოთხოვნების და დოკუმენტაციის ჩათვლით
                                                      
ინტერესის გამოხატვაზე აუცილებელია მითითებული იყოს მოცემული მოწვევის შეტყობინების ნომერი. წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს 8-ე პარაგრაფით განსაზღვრულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. კანდიდატებს ინტერესის გამოხატვა შეუძლიათ შემდეგი  სახით:
1) კურიერით ან რეგისტრირებული საფოსტო მომსახურებით წარმოდგენილი წინადადებები მიღებულ უნდა იქნას არუგვიანეს 2016 წლის 18 დეკემბერსა, (17:00 საათი ადგილობრივი დროით), მისამართზე, რომელიც მითითებულია პუნქტში  1-ში,
2) პირადად ან კანდიდატის წარმომადგენლის მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს  2016 წლის 18 დეკემბრისა, (17:00 საათი ადგილობრივი დროით),.  ამ შემთხვევაში, ინტერესის გამოხატვის მოწოდება დაფიქსირდება დათარიღებული ქვითრით, რომელიც ხელმოწერილი იქნება   ოფიციალური პირის მიერ, რომელიც დოკუმენტაციას იბარებს.
3)გამოიგზავნოს მეილზე procurement@mdf.org.ge, არაუგვიანეს 2016 წლის 18 დეკემბრისა, (17:00 საათი ადგილობრივი დროით).
 
კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს ინტერესის გამოხატვის წერილის ერთი ორიგინალი და ერთი ასლი დალუქულ კონვერტში, სადაც მითითებული იქნება:
  • კონსულტანტის სახელწოდება და მისამართი;
  • ამ შეტყობინების დასახელება და ნომერი;
  • მგფ-ს მისამართი;
              
7.  ქვე-სიაში (სიებში) შესვლისთვის აუცილებელი კრიტერიუმები
     7.1. გამორიცხვის კრიტერიუმები
                                                                               
მოცემულ კონტრაქტთან მიმართებაში გამოცხადებულ მოწვევაში მონაწილეობისაგან კანდიდატების დისკვალიფიკაცია  მოხდება იმ შემთხვევაში, თუ:
 
(ა) კანდიდატები გაკოტრდებიან,  კომპანია იმყოფება დახურვის პროცესში,  კომპანიის საქმეებს განაგებს სასამართლო, კანდიდატები გარიგებაში არიან კრედიტორებთან, შეჩერებულია მათი ბიზნეს-საქმიანობა, ან ზემოთ აღნიშნული მსგავსი ხასიათის საქმეებში არიან ჩართულნი, ან თუ იმყოფებიან ანალოგიურ სიტუაციაში, რაც გამოწვეულია ეროვნული კანონების ან რეგულაციების ფარგლებში  არსებული მსგავსი პროცედურით;
(ბ) კანდიდატები პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებაში სასამართლოს მიერ  კანონდამრღვევებად არიან ცნობილნი, აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების უფლების გარეშე;
(გ) კანდიდატები დამნაშავეები არიან სერიოზული სახის  პროფესიულ კანონდარღვევაში, რასაც ადასტურებენ   კონტრაქტის მიმნიჭებელი ორგანიზაციები;
(დ) კანდიდატებს არ შეუსრულებიათ სოციალური დაზღვევის, ან გადასახადების გადახდასთან მიმართებაში არსებული ვალდებულებები, საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების ან კონტრაქტის მიმნიჭებელი ორგანიზაციის ქვეყნის დებულებების, ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, სადაც ხდება კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება;
(ე) სასამართლო გადაწყვეტილებით,  გასაჩივრების უფლების გარეშე, კანდიდატები ჩართულნი იყვნენ თაღლითობაში, კორუფციაში, კრიმინალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და  საბჭოს ფინანსური ინტერესების საზიანო სხვა არაკანონიერ საქმიანობაში.   
(ვ) კანდიდატებმა დაარღვიეს  კონტრაქტი, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით, საბჭოს ბიუჯეტით დაფინანსებული სხვა შესყიდვების პროცედურების ან გრანტის მინიჭების პროცედურების შემდეგ;  
 
 
7.2  კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
                        
მიმწოდებელის მინიმალური ეკონომიკური და ტექნიკური სტანდარტების შეფასებისთვის, საჭიროა შემდეგი სახის ინფორმაცია, ფორმალობები  და დოკუმენტები:
 
  • კანდიდატი ვალდებულია დეტალურად წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის კორპორატიული დასახელება, იურიდიული სტატუსი, მისამართი, ტელეფონის და ფაქსის ნომრები, ელ. ფოსტა, საკონტაქტო პირი, დღგ-ს ნომერი და საბანკო რეკვიზიტები. ჯგუფური სატენდერო წინადადების შემთხვევაში (ერთობლივი საწარმო, ან ქვე-კონსულტირება), აუცილებელია ზემოთ ხსენებული დოკუმენტი გათვალისწინებული იყოს კომპანიების ჯგუფის თითოეული წევრისთვის და  მითითებული იყოს ძირითადი კომპანიის დასახელება. ქვე-კონტრაქტის გაფორმება ნებადართულია კონტრაქტის ღირებულების 30%-ზე. (საკონსულტაციო კომპანიის განხილვისას მხედველობაში არ მიიღება ქვე-კონტრაქტორის გამოცდილება)  (ფორმა 1);
  • კომპანიის წევრების რაოდენობის (ან კომპანიების ჯგუფის თითოეული წევრის რაოდენობის) კლასიფიკაცია აუცილებელია  გაიწეროს ცხრილში, რომელშიც მითითებული იქნება ინდივიდების რაოდენობა თითოეულ კატეგორიაში ძირითადი შესაძლებლობების მიხედვით, სათანადო მოქმედების სფეროს შესაბამისად: (ა) სამუშაოთა მწარმოებელი  - პროექტის ხელმძღვანელი (ბ) FIDIC-ის ინჟინრები,  (დ) მექანიკოს-ინჟინერი, ელექტრო-ინჟინერი, გეოტექნიკოს-ინჟინრები (ფორმა 2);
  • განაცხადი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში საერთო წლიური ბრუნვის შესახებ ბოლო 3 ფინანსური წლის მანძილზე, 2013 წლის 1 იანვრიდან. კანდიდატებმა, რომელთა ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ზემოთ აღნიშნული თარიღის შემდეგ, ვალდებულები არიან წარმოადგინონ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია საკუთარი ორგანიზაციის საქმიანობის დაწყების პერიოდიდან (ფორმა 3);
  • პროექტების ჩამონათვალი ბოლო 5 წლის მანძილზე, რომელშიც შევა (ა) მშენებლობის მენეჯმენტი ზოგადად,  განსაკუთრებით საჭიროა აღინიშნოს (ბ) წყლის სისტემების და რეზერვუარების რეაბილიტაცია/მშენებლობის მენეჯმენტთან (ზედამხედველობა) დაკავშირებული კონტრაქტები, გეოგრაფიულად სხვადასხვა სივრცეში განთავსებულ ქალაქებსა და სოფლებში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე (გ) დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში და საქართველოში განხორციელებული კონტრაქტების სამშენებლო მენეჯმენტი. (ფორმა 4);
კანდიდატებს შეუძლიათ წარმოადგინონ ინფორმაცია დაახლოებით 15 მსგავსი განხორციელებული პროექტის შესახებ.
                                                                                                                                                                                  
  1. დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია
                 
ფორმალური განაცხადი, რომლის თანახმად,  კანდიდატები არ წარმოადგენენ რაიმე სახის სასამართლო დავის მხარეებს, მოცემული შეტყობინების 7.1 პარაგრაფის შესაბამისად.
 
  1. დამატებითი ინფორმაცია
                                                              
დაინტერესებული მხარეების საყურადღებოდ: მოცემული შეტყობინების მიზანს  წარმოადგენს იმ კანდიდატების სიის კომპილაცია, რომელნიც მოწვეულნი იქნებიან  ტენდერის კონკრეტულ მოწვევაზე.  აღნიშნული პროცედურა არ იწვევს კონტრაქტის  პირდაპირ მინიჭებას.   
 
  1. საკვალიფიკაციო კრიტერიუმები
 
10.1     შერჩევის კრიტერიუმები
ქვემოთმოყვანილი შერჩევის კრიტერიუმები გამოყენებული იქნება ყველა კანდიდატისათვის. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს წარმოადგენს კონსორციუმი, წამყვანმა პარტნიორმა უნდა დააკმაყოფილოს ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების საკვალიფიკაციო კრიტერიუმების არანაკლებ 50 პროცენტი. კონსორციუმმა ერთობლივად უნდა დააკმაყოფილოს პროფესიული შესაძლებლობების კრიტერიუმები, რისთვისაც თითოეული პარტნიორის შესაბამისი შესაძლებლობები ერთმანეთს დაემატება, რათა შეფასდეს კონსორციუმის საერთო შესაძლებლობა:
 
  1. კანდიდატის ეკონომიკური და ფინანსური შესაძლებლობა:
    • კანდიდატის საშუალო წლიური ბრუნვა უნდა აღემატებოდეს 1,000,000 ევროს ბოლო სამი ფინანსური წლისათვის  (2013, 2014 და 2015).
  • პოზიტიური ფინანსური შედეგი  ბოლო სამი წლის განმავლობაში (2013, 2014 და 2015).
  1. კანდიდატის პროფესიული შესაძლებლობა:
    • მინიმუმ 15 მუდმივი თანამშრომელი ბოლო სამი წლის განმავლობაში (2013, 2014 და 2015 წელს) რომელიც კანდიდატისათვის იმუშავებს ამ კონტრაქტთან დაკავშირებულ სფეროებში.
    • კანდიდატს უნდა გააჩნდეს დამხმარე პერსონალი, გუნდის გარდა, რათა ჩაატაროს სატენდერო და საზედამხედველო სამუშაოები.
    • განაცხადში კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის ორგანიზაცია და აღწერილობა.
  2. კანდიდატის ტექნიკური შესაძლებლობა
    • კანდიდატს წარმატებით უნდა ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ 2 მომსახურების კონტრაქტი ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა წინამდებარე განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადას (2011 – 2015 წლები).
ქვემოთმოყვანილ ქვე-კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ან ერთი პროექტი, ან ცალკეული პროექტები ერთობლივად:
  • გარემოს დაცვის, და/ან წყალმომარაგების სექტორის ზედამხედველობის, პროექტირების,  ტექნიკური დახმარების თვის/ჩათვლით, ერთი პროექტისათვის მინიმალური ღირებულებით 1,000,000 ევრო (კანდიდატის მიერ განხორციელებული წილი);
  • წყალგამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტის და/ან სასმელი წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობის პროექტის ზედამხედველობა;
  • FIDIC კონტრაქტის პირობების დაცვით წარმოებული ნებისმიერი სახის მშენებლობის ზედამხედველობა.
კონსულტანტს შეუძლია საჭიროებისამებრ და კონკრეტული კონტრაქტისათვის დაეყრდნოს სხვა ორგანიზაციების შესაძლებლობებს, მათი იურიდიული სტატუსისაგან და მათთან კავშირებისაგან დამოუკიდებლად.
ამ შემთხვევაში, მან უნდა დაუმტკიცოს დამკვეთს, რომ განკარგულებაში ექნება კონტრაქტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები, მაგალითად ამ ორგანიზაციების მხრიდან იმ რესურსების მათ განკარგულებაში გადაცემის გარანტირების მეშვეობით. ამგვარმა ორგანიზაციებმა, მაგალითად ეკონომიკური ოპერატორის დამაარსებელმა კომპანიამ ეკონომიკური ოპერატორის მსგავსად უნდა დააკმაყოფილოს უფლებამოსილების წესები და წარმომავლობა.
 
10.2   კონტრაქტის მინიჭების კრიტერიუმები
ღირებულებასთან შესაბამისობა.
საბოლოო სია:
მიღებული განაცხადების საფუძველზე  5 ან მაქსიმუმ 8 კანდიდატი მიიღებს მოწვევას წარმოადგინოს დეტალური საკონკურსო წინადადება ამ კონტრაქტისათვის. თუკი უფლებამოსილი კანდიდატების რაოდენობა მინიმალურ 5-ზე ნაკლები იქნება, ინიციატორს შეუძლია საკონკურსო წინადადების წარმოსადგენად მოიწვიოს ის კანდიდატები, რომლებიც კრიტერიუმებს შეესაბამებიან.
 
თუკი უფლებამოსილ კანდიდატთა რიცხვი 8-ს აღემატება, ხელახლა უნდა იქნას გაანალიზებული ამ კანდიდატების განაცხადების ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა მოხდეს 8 საუკეთესო განაცხადის შერჩევა სატენდერო პროცედურებისათვის.
 
ხელახალი ანალიზის პროცესში მხედველობაში იქნება მიღებული მხოლოდ ერთი ფაქტორი:
  • დასრულებული მომსახურების კონტრაქტების  კუმულატიური ღირებულება (კანდიდატის მიერ განხორციელებული წილი) (ევროში), რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური შესაძლებლობის კრიტერიუმებს. (10.1 c)