სიახლეები/განცხადებები   შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
29.05.2015
   
 
თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  კუთვნილი ფართების რემონტი
IFB #PP06/HED/CW/CB/01
 
  1. 1. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.
  2.  
  3. 2. საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა თბილისი საქელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი ფართების რეაბილიტაციისათვის, რომელიც მოიცავს 2,146.87 კვადრატულ მეტრს.
  4.  
  5. 3. კომპანია შეირჩევა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით. შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულზე.  http://www.mcc.gov/pages/business/guidelines    
  6.  
  7. 4. დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა დააფიქსირონ ინტერესი და დაგვიკავშირდნენ ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.

    ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
    დიმიტრი ქემოკლიძე
    შესყიდვების დირექტორი
    Email:  procurement@mcageorgia.ge 
    Cc: nramishvili@mcageorgia.ge


    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
    ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,
    დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102

  8.  
  9. 5. 9 ივნისს, 9:30 საათზე იგეგმება სარეაბილიტაციოფართისადგილზედათვალიერება. დაინტერესებული პირები უნდა მოვიდნენ შემდეგ მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი #3, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის მთავარი შესასვლელი, თბილისი, საქართველო.


    5 ივნისს, 11:00 საათზე, მოცემულ მისამართზე გაიმართება წინასატენდერო შეხვედრა:
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
    მე-2 სართული, საკონფერენციო ოთახი,
    დიმიტრი უზნაძის 52, 0102,
    თბილისი საქართველო 
     

  10. 6. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 18 ივნისი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,
    დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102
     

    ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.