სიახლეები/განცხადებები   „სადენების, სახაზო არმატურისა და გირლიანდების მოწოდება 220კვ ელექტროგადამცემი ხაზისთვის კოლხიდა-1
30.09.2016
   
 
მოწვევა ტენდერზე
 
 საქართველო
„ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი”
სესხი #8377-GE
ხელშეკრულების დასახელება: სადენების, სახაზო არმატურისა და გირლიანდების მოწოდება 220კვ ელექტროგადამცემი ხაზისთვის კოლხიდა-1
ხელშეკრულების/ტენდერის  №IDA/TGSP/G/ICB/04-2016
 
  1. საქართველოს მთავრობამ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან (IBRD) მიიღო სესხი „ელექტროგადაცემის ქსელის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად. სესხის ნაწილი მოხმარდება სადენების, სახაზო არმატურისა და გირლიანდების მოწოდებას 220კვ ელექტროგადამცემი ხაზისთვის კოლხიდა-1.
 
  1. ს/ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) ტენდერში მონაწილეობაზე უფლებამოსილ კომპანიებს, 220კვ ელექტროგადამცემი ხაზისთვის კოლხიდა-1-ისთვის, სადენების, სახაზო არმატურისა და გირლიანდების მოწოდებასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
 
  1. ტენდერი განხორციელდება საერთაშორისო კონკურენტული ტენდერის (ICB) პროცედურების შესაბამისად, როგორც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის მსესხებლებისთვის გაცემული IBRD-ის და IDA-ს კრედიტების და გრანტების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვების შესახებ სახელმძღვანელო ინსტრუქციებით - იანვარი, 2011 წელი, განახლებული - ივლისი, 2014 წელი („შესყიდვების შესახებ სახელმძღვანელო ინსტრუქციები“), და მასზე დაიშვება ყველა მონაწილე, რომელიც უფლებამოსილია ტენდერში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, გთხოვთ იხელმძღვანელოთ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მსოფლიო ბანკის წესების 1.6. და 1.7 პუნქტებით.                  
 
  1. დამატებითი ინფორმაციის მიღება და სატენდერო დოკუმენტაციის ნახვა ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე (ადგილობრივი დროით), შემდეგ მისამართზე:

ს/ს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე)
  • ქუჩა No.2, მე–3 სართული, ოთახი #304,
  • ბილისი 0105, საქართველო
საკონტაქტო პირი: ბ-ნი ავთანდილ ცხვიტავა, საერთაშორისო პროექტების შესყიდვების კოორდინატორი
ტელ.: (995 32) 251 02 64
ელ-ფოსტა: avtandil.tskhvitava@gse.com.ge
 
  1. სატენდერო დოკუმენტაციის შესაძენად, ტენდერში მონაწილეობაზე უფლებამოსილმა მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი განაცხადი და გადაიხადონ არანაზღაურებადი 300 (სამასი) აშშ დოლარი სატენდერო დოკუმენტაციის თითო ეგზემპლარისთვის; სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად ტენდერის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული საფასურის (ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე) საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთი (SWIFT) და წერილობითი/პირადი განაცხადი ზემოთ მითითებული პირის სახელზე. მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს სათანადოდ დამოწმებული თანმხლები წერილი, რომელშიც გარკვევით იქნება განსაზღვრული კომპანიის სახელწოდება და ქვეყანა. მოთხოვნის შესაბამისად, დოკუმენტაცია დაუყოვნებლივ გაიგზავნება რეგისტრირებული ფოსტით, თუმცა მის დაკარგვასა ან დაგვიანებით გადაცემაზე „სსე“-ს არ ეკისრება არავითარი პასუხისმგებლობა. ტენდერის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრონული ვერსიის გაგზავნა ელ–ფოსტის მისამართზე.
 
    საბანკო რეკვიზიტებია:
 
ლარი
მიმღების ბანკი Liberty Bank
Bank Code: LBRTGE22
მიმღები Receiver: Georgian State Electrosystem JSC
Receiver’s account № GE86LB0114144485353000
აშშ დოლარი
შუამავალი ბანკი Deutsche Bank Trust Company Americas, New York, USA
SWIFT: BKTRUS33
ბენეფიციარის ბანკი Liberty Bank, 74, Chavchabadze Ave; 0162 Tbilisi, Georgia
SWIFT: LBRTGE22
ბენეფიციარი Beneficiary’s name: Georgian State Electrosystem JSC
Beneficiary’s account №: GE59LB0114144485353001

ევრო
შუამავალი ბანკი Commerzbank AG, Frankfurt, Germany
SWIFT: COBADEFF
ბენეფიციარის ბანკი Liberty Bank, 74, Chavchabadze Ave; 0162 Tbilisi, Georgia
SWIFT: LBRTGE22
ბენეფიციარი Beneficiary’s name: Georgian State Electrosystem JSC
Beneficiary’s account №: GE32LB0114144485353002
 
  1. სატენდერო წინადადებები მოწოდებულ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2016 წლის 14 ნოემბრის 15:00 საათისა, ადგილობრივი დროით. წინადადებები ელექტრონული ფორმატით არ მიიღება. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები არ დაიშვება. წინადადებები საჯაროდ გაიხსნება 2016 წლის 14 ნოემბერს 15:00 საათზე, ადგილობრივი დროით, პრეტენტენტების მიერ განსაზღვრული წარმომადგენლებისა და ნებისმიერი პირის თანდასწრებით, რომელიც გადაწყვეტს ტენდერის გახსნაზე პირადად დასწრებას.
 
  1. სატენდერო წინადადებას თან უნდა ერთვოდეს 40,000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ღირებულების სატენდერო წინადადების გარანტია.
 
  1. დამკვეთის მისამართი, რომელზეც წარმოდგენილ უნდა იქნას სატენდერო წინადადებები:
 
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“
ადრესატი: ბ-ნი სულხან ზუმბურიძე
მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი
საქართველო, თბილისი 0105, ბარათაშვილის ქ. #2, მე-4 სართული,
საკონფერენციო ოთახი #406
ტელ.: (995 32) 251 02 64
ფაქსი: (995 32) 298 37 04
 
(განცხადების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას).