სიახლეები/განცხადებები   ამხანაგობის მონაწილეობა ტენდერში
01.09.2016
  
 
დღეიდან ამოქმედდა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ივლისის №6 ბრძანება, რომლის თანახმადაც, მოწესრიგდა სახელმწიფო შესყიდვებში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი.

ცვლილების თანახმად, ტენდერში ერთობლივად მონაწილეობის მიზნით, ორ ან რამდენიმე მიმწოდებელს უფლება აქვს, გაერთიანდეს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით. ცვლილება ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კონკურენციის ზრდასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვაში მონაწილეობის მსურველები ცალ-ცალკე ვერ აკმაყოფილებდნენ სატენდერო პირობებს და, შესაბამისად, ვეღარ მონაწილეობდნენ ტენდერში, დღეიდან მათ ეძლევათ საშუალება, გააერთიანონ თავიანთი ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები და ერთობლივი ძალისხმევით მოიპოვონ გამარჯვება ტენდერში. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის მონაწილეები შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად.

სააგენტო იმედოვნებს, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.