სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
26.10.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
შპს „ბელა“
ს/კ: 424612360 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 5 და 12 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2016 წლის 4 ოქტომბრის №MES51601183943 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №8822) და 11 ოქტომბრის №MES81601219315 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №9035), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბელას“ (ს/კ: 424612360) მიერ SPA160011717 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 2 ივნისის №32060201/03/86 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ.№8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge. ამასთან, განმარტების წარმოუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.