სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
26.10.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
 
შპს „ბელა“
ს/კ: 424612360
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 21 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ოქტომბრის №11/3559 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №9362), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბელას“ (ს/კ: 424612360) მიერ SPA150018322 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2015 წლის 22 ივლისის №25 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.