სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
02.02.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
 
შპს „ბელა“
ს/კ: 424612360
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 30 იანვარს წარმოდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 30 იანვრის №11/1335 და №11/1337 წერილობითი შეტყობინებები (რეგისტრაციის №973 და №975), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბელას“ (ს/კ: 424612360) მიერ SPA160010863 და SPA160021248 ელექტრონული ტენდერების საშუალებით დადებული 2016 წლის 14 ივნისის №58 და 2016 წლის 9 სექტემბრის №114 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.