სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
24.08.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!

2016 წლის 31 აგვისტოს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის მეცხრე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე საინჟინრო მომსახურებების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 30 აგვისტომდე, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge


შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.


შემდეგი, მეათე შეხვედრა ბიზნესსაზოგადოებასთან ჩატარდება  14 სექტემბერს, 11:00 საათზე. სააგენტოს თავმჯდომარე შეხვდება სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულ მიმწოდებლებს.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართება რეგულარულად, თვეში ორჯერ.