სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო
25.11.2016
    
 
25 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს თავმჯდომარე,  ლევან რაზმაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრას 100-მდე ბიზნეს კომპანია ესწრებოდა. ბიზნესმენებთან შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ გახსნა.
ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებს  გააცნო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მიმდინარე წელს განხორციელებული რეფორმები, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ტენდერის ჩატარების ახალი მეთოდები და პროცედურები.  აღსანიშნავია, რომ სააგენტომ ბიზნესისთვის ახალი ელექტრონული სერვისები შეიმუშავა.
განხორციელებული რეფორმების მიზანს წარმოადგენს  სახელმწიფო შესყიდვებში ბიზნესმენების მონაწილეობის ხელშეწყობა და მათთვის „სამართლიანი თამაშის“ წესების დადგენა.
შეხვედრის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა

IMG_7565.JPG