ბაზრის კვლევა   დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
03.10.2016
  
 
2016 წლის 12 ოქტომბერს 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება მეთორმეტე შეხვედრა ბიზნესმენებთან  - დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების  სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 7 ოქტომბრამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს ნომერზე 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge

შემდეგი, მეცამეტე შეხვედრა ჩატარდება 26 ოქტომბერს და მოწვეულები იქნებიან
გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.