სიახლეები/განცხადებები   დეტალური დიზაინის მომზადება ვანის მუზეუმის კონსერვაციისა და ვანის არქეოლოგიური მუზეუმისათვის
27.08.2014

1705

 

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა

(საკონსულტაციო მომსახურებაფირმების შერჩევა)

 

საქართველო

რეგიონული განვითარების II პროექტიP130421

დეტალური დიზაინის მომზადება ვანის მუზეუმის კონსერვაციის  და ვანის არქეოლოგიური მუზეუმისათვის

 

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი IBRD/RDPII/CS/CQS/07-2014

 

საქართველომ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკიდან  რეგიონული განვითარების II პროექტის დასაფინანსებლად  და აპირებს ამ საკრედიტო თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

საკონსულტაციო მომსახურება (“მომსახურება”) მოიცავს დეტალური დიზაინის მომზადებას ვანის მუზეუმის კონსერვაციისთვისა და ვანის არქელოგიური მუზეუმის მშენებლობისათვის შემდეგი მიზნების მისაღწევად:

 

  • თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მუზეუმის მოწყობა და ვანის მუზეუმისა და არქეოლოგიური კომპლექსის ერთიანობის უზრუნველყოფა;
  • უზარმაზარი სამეცნიერო, კულტურული და ტურისტული ცენტრის კონსერვაცია - ვანის მუზეუმის რეზერვაცია - ინფრასტუქტურის მშენებლობა.

 

კონსულტანტმა უნდა უზრუნველყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის შესახებ ეროვნული და საერთაშორისო სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა რეგულაციების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

კონსულტანტი უზრუნველყოფს ობიექტის ზედამხედველობას მშენებლობის პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად და ასევე,  საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის პროცესში საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებასა და სამუშაო დოკუმენტაციების შემუშავება-კოორდინაციას, ხარჯთაღრიცხვისა და ცვლილებათა ბრძანების მომზადებას.

პროექტები განხორციელდება ორ ეტაპად: I ეტაპი - დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; II ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა.

 

მოცემული დავალების I ეტაპის სავარაუდო ხანგრძლივობაა 6 თვე. II ეტაპის ვადა დაზუსტდება სამშენებლო ტენდერის შემდეგ.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო ფირმებს (“კონსულტანტებს”), რათა მათ გამოხატონ ინტერესი ზემოხსენებულ მომსახურებაზე. დაინტერესებულმა კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება და ინფორმაცია იმის დასტურად, რომ ისინი კვალიფიცირებულნი არიან ზემოხსენებული მომსახურების დარგში. ინტერესის გამოხატვა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს ქვემოთმოყვანილით: კორპორატიული პროფილი, გამოცდილების ხანგრძლივობა, საპროექტო საქმიანობის ანალოგიური გამოცდილება, წამყვანი სპეციალისტების რესურსები, კომპანიის ძირითადი საქმიანობა. საბოლოო სიაში მოსახვედრ შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს:

  • ბოლო 7 წლის განმავლობაში (.. 2007 წლის იანვრიდან) განხორციელებული ანალოგიური მომსახურების გამოცდილება.
  • ზოგადი გამოცდილება.

 

შენიშვნა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უფლებას იტოვებს გადაამოწმოს წარმოდგენილი რეკომენდაციები და შეფასების მიზნებისათვის გამოიყენოს მოპოვებული ინფორმაცია.

 

დაინტერესებული კონსულტანტების ყურადღება უნდა გამახვილდეს მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო პრინციპებისკონსულტანტების შერჩევა და დაქირავება მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ IBRD-ის სესხებისა და IDA- კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში (2001 წლის გამოცემა) პარაგრაფზე 1.9. (“სახელმძღვანელო პრინციპები კონსულტანტებისათვის”), სადაც მითითებულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით.

 

თავიანთი კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ სხვა ფირმებთან. (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიო ბანკისათვის მისაღები გაერთიანების ფორმას წარმოადგენს ქვე-კონსულტანტობის ან ერთობლივის საწარმოს ფორმა და განაცხადში ნათლად უნდა იქნას მითითებული გაერთიანების ტიპი. კონსულტანტის კორპორატიული გამცდილების შეფასებისას      გათვალისწინებული არ იქნება ქვე-კონსულტანტების გამოცდილება).

 

ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება #1 ფორმით უნდა იქნას წარმოდგენილი, რომელიც მგფ- ვებგვერდზე იქნება ატვირთული შემდეგ ბმულზე: http://mdf.org.ge/wp-content/uploads/2014/02/Form-for-References.pdf     

 

კონსულტანტს რეკომენდაციას ვუწევთ თავის ინტერესის გამოხატვის წერილი 30 გვერდიანი ფორმატით წარმოადგინოს. კომპანიის ბროშურები შესაძლოა წარმოდგენილი იქნას დანართის სახით, და მასზე არ გავრცელდება 30-გვერდიანი ლიმიტი.

 

კონსულტანტი შეირჩევა კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული (CQSშერჩევის მეთოდით, კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ IBRD-ის სესხებისა და IDA- კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში (2011 წლის იანვრის გამოცემა) III განყოფილებაში მოცემული მეთოდის მიხედვით

 

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10.00-დან 18.00 საათამდე მოიპოვონ დამატებითი ინფორმაცია მგფ- შესყიდვების სამსახურში, ტელეფონის ნომერი: +99532 2437001, შიდა ნომერი 409, -ნი ნატა პეიტრიშვილი, შესყიდვების სპეციალისტი.

 

განცხადება ინტერესის გამოხატვაზე მოწოდებულ უნდა იქნას ინგლისურ ენაზე წერილობით ქვემოთმოყვანილ მისამართზე (პირადად, ელ-ფოსტის, ფაქსის ან საკურიერო ფოსტის მეშვეობით) არაუგვიანეს 2014 წლის 8 სექტემბრის 17:00 საათისა.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე

-ნი ილია დარჩიაშვილი

მისამართი: . აღმაშენებლის გამზირი 150, თბილისი 0112, საქართველო,

ტელ: +99532 2437001 ან 02/03/04

ფაქსი: (+995-32) 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge