სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გეიზერი“
13.01.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გეიზერი“
 
შპს „გეიზერი“
ს/კ: 405048096
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 29 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის 28 დეკემბრის №MES21601538892 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №11800), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გეიზერის“ (ს/კ: 405048096) მიერ NAT160002430 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2016 წლის 1 ნოემბრის №237 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.