სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გერმანელი ექსპერტები სტუმრობდნენ
05.10.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გერმანელი ექსპერტები სტუმრობდნენ
 
ევროკავშირის პროექტის „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2 გერმანელი ექსპერტი სტუმრობდა. გერდ ვინტერი და  კრისტოფ კულპმანი დაინტერესდნენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გამოყენების პრაქტიკით,  ასევე მასთან არსებული სირთულეებით.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს  სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან ზემოაღნიშნული კოდექსების კორელაციის თაობაზე, ამასთან წარუდგინეს კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები არსებული კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის კუთხით.   
ევროკავშირის პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება  და მისი ერთი-ერთი ძირითადი მიმართულება ადმინისტრაციული სამართლის რეფორმაა.