სიახლეები/განცხადებები   ქ. გურჯაანში ბარათაშვილის, ჭავჭავაძის ბესიკის და სოფ. მირზაანში შიდა ასფალტის საფარიანი გზის რეაბილი
25.07.2014

1643

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე

საქართველო

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი

ქ. გურჯაანში ბარათაშვილის, ჭავჭავაძის ბესიკის და სოფ. მირზაანში შიდა ასფალტის საფარიანი გზის რეაბილიტაცია

პროექტის ნომერი: P147521

კონტრაქტის/ტენდერის #: SRMIDP/DSI/NCB/01-2014

1. საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. გურჯაანში ბარათაშვილის, ჭავჭავაძის ბესიკის და სოფ. მირზაანში შიდა ასფალტის საფარიანი გზის რეაბილიტაცია

პროექტით გათვალისწინებულია: ქ. გურჯაანში ბარათაშვილის, ჭავჭავაძის ბესიკის და სოფ. მირზაანში შიდა ასფალტის საფარიანი გზის რეაბილიტაცია

ძირითადი სამშენებლო სამუშაოების მოცულობები:

1. fraqciuli RorRi 23 395 kv.m;

2. qviSa xreSovani narevi 693 kb.m;

3. msxvilmarcvlovani asfaltobetonis narevi 20 720 kv.m;

4. wvrilmarcvlovani asfaltobetonis narevi 25 635 kv.m;

5. sakanalizacio qselis mowyoba 773 grZ.m;

6. bordiuris mowyoba 3859 grZ.m;

7. betonis samkuTxa kiuveti 110.5 kb.m;

8. saTvalTvalo Webi 32 c.

სამუშაოების ხანგრძლივობაა 5 (ხუთი) თვე სამუშაოების დაწყებიდან.

სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 1, 578, 013 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია იტმ-14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ა) კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 2,400,000 ლარის ექვივალენტი;

ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 650,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით;

გ) ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში კონკურსანტს წარმატებულად უნდა ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი, კერძოდ, ასფალტის საფარიანი გზების რეაბილიტაცი, როგორც კონტრაქტორის, მმართველი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით არანაკლებ 1,262,400 ლარის ექვივალენტის ღირებულებით, ან 2 (ორი) ან ნაკლები კონტრაქტი (აღნიშნული ხასიათის), თითოეული არანაკლებ 800,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით, მაგრამ ჯამურად არანაკლებ 1,262,400 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს განახორციელონ ქ. გურჯაანში ბარათაშვილის, ჭავჭავაძის ბესიკის და სოფ. მირზაანში შიდა ასფალტის საფარიანი გზის რეაბილიტაცია

3. კონკურსი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაში" აღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად. აგრეთვე, გთხოვთ იხილოთ ზემოაღნიშნული მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულების პარაგრაფები 1.6 და 1.7, რომელიც ეხება ინტერსთა კონფლიქტს.

4. დაინტერესებულ უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, ქვემოთ მოცემულ მისამართზე.

5. საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენა ქართულ ენაზე, შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 200 ან 350 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ საბანკო ანაგარიშზე:

გადახდის განხორციელება მოხდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

მოსარგებლე ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის ქ. #2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის #: GE46BR0000010653180664

მოთხოვნის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნება საერთაშორისო კურიერული სამსახურის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ აგებს პასუხს ამანათის დაკარგვაზე ან გვიან მიწოდებაზე.

6. საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2014 წლის 25 აგვისტო 16:00 საათისა (ადგილობრივი დროით). ელექტრონული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.

საკონკურსო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე ქვემოთ მოცემულ მისამართზე 2014 წლის 25 აგვისტო 16:00 საათზე (ადგილობრივი დროით) იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების და ნებისმიერი დაინტერესებული პირების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

7. საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 5 (ხუთი) წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან.

8. ზემოხსენებული მისამართია:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ბ-ნი გიორგი სომხიშვილი აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. #150, თბილისი 0112, საქართველო

(1) საკონკურსო დოკუმენტის გაცნობის და განხილვის მიზნით: ოთახი 405, IV სართული;

(2) საკონკურსო დოკუმენტის წარდგენის ან დაზუსტების მიზნით: ოთახი 301, III სართული (კანცელარია)

(3) საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: ოთახი 316, III სართული

ტელ: (995 32) 243 70 01/02/03/04

ფაქსი: (995 32) 243 70 77

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი