სიახლეები/განცხადებები   შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების
06.05.2014

1563

 

მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი

შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მოწყობის სამუშაოები

სესხის ნომერი: 8148-GE

კონტრაქტის/ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/27-2014 

1.      საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მოწყობის სამუშაოები.

პროექტით გათვალისწინებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის ცენტალური გზის მოხრეშვა, სარწყავ-ტექნიკური წყალმომარაგებისათვის 3 ახალი ჭაბურღილის მოწყობა, შპს "ყვარლის ბაგა"ს ტერიტორიამდე გაზსადენის ქსელის მოწყობა და ყვარელი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის გასწვრივ გამავალი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელიდან ინტერნეტის ქსელის განშტოების მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოების ძირითადი მოცულობები:

1.      გზის არსებული საფარის მოწესრიგება მიწის მოჭრით, არსებული კიუვეტების გაწმენდა დანალექი გრუნტებისაგან და გატანა 2 კმ მანძილზე - 1875.0 მ3;

2.      ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის შემოზიდვა და გაშლა - 1990.0 მ3;

3.      შესასვლელებში და მიერთებებებზე ლითონის მილსადენის მოწყობა დ=300 მმ  - 508 მ;

4.      ჭაბუღილებისთვის დ=273X6 მმ ლითონის მილები - 31.5 მ;

5.      ჭაბუღილებისთვის დ=168X6 მმ ლითონის მილები  მილი -  360.0 მ;

6.      ჭაბუღილებისთვის დ=89X3.5 მმ ლითონის მილები  მილი - 150 მ;

7.      წყლის ტუმბო სიმძლავრით 5.94 კუბ.მ 70 მ აწევის სიმაღლით - 1 ცალი;

8.      ჭაბურღილებთან რკინაბეტონის წყალსადენის ჭების მოწყობა დ=1000 მმ, დ=1500 მმ  - 2 ცალი;

9.      დ=80 მმ ურდულების მოწყობა  - 3 ცალი.

სამუშაოების ხანგრძლივობაა 3.5 (სამნახევარი) თვე სამუშაოების დაწყებიდან.

სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 400,664.28 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია იტმ-14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ა) კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 2,100,000 ლარის ექვივალენტი;

ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 230,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით;

გ) ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში კონკურსანტს წარმატებულად უნდა ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი, როგორც კონტრაქტორის, მმართველი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით არანაკლებ 320,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

2.       საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს განახორციელონ შპს ,,ყვარლის ბაგა“-ს მისასვლელი გზის, წყალმომარაგების, გაზმომარაგების და ტელეკომუნიკაციის ქსელების მოწყობის სამუშაოები

3.       კონკურსი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაში" აღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად. აგრეთვე, გთხოვთ იხილოთ ზემოაღნიშნული მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულების პარაგრაფები 1.6 და 1.7, რომელიც ეხება ინტერსთა კონფლიქტს.

4.       დაინტერესებულ უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, ქვემოთ მოცემულ მისამართზე.

5.       საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენ ინგლისურ ენაზე, შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 200 ან 350 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ საბანკო ანაგარიშზე:

გადახდის განხორციელება მოხდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

მოსარგებლე ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის . #2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის #: GE46BR0000010653180664

სატენდერო დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნება საერთაშორისო კურიერული სამსახურის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ აგებს პასუხს ამანათის დაკარგვაზე ან გვიან მიწოდებაზე.

6.          საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2014 წლის 2 ივნისის 16:00 საათისა (ადგილობრივი დროით). ელექტრონული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე  ქვემოთ მოცემულ მისამართზე 2014 წლის 2 ივნისს 16:00 საათზე (ადგილობრივი დროით)  იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების  და ნებისმიერი დაინტერესებული პირების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

7.           საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 5 (ხუთი) წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან.

8.          ზემოხსენებული მისამართია:

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

-ნი გიორგი სომხიშვილი  აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: . აღმაშენებლის გამზ. #150, თბილისი 0112, საქართველო

(1)  საკონკურსო დოკუმენტის გაცნობის და განხილვის მიზნით: ოთახი 405, IV სართული;

(2)   საკონკურსო დოკუმენტის წარდგენის ან დაზუსტების მიზნით: ოთახი 301, IIIსართული (კანცელარია)

(3)   საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: ოთახი 316, III სართული

ტელ: (995 32) 243 70 01/02/03/04

ფაქსი: (995 32) 243 70 77

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი