სიახლეები/განცხადებები   ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საოფისე ფართის რეაბილიტაცია
30.12.2014
     
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საოფისე ფართის რეაბილიტაცია
 
PP05/PMA-HED/CW/S/01
 
  1. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.
 
  1. საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საოფისე ფართის რეაბილიტაციისათვის. ოფისი მდებარეობს თბილისში, კოსტავას 5 ნომერში არსებული 4 სართულიანი შენობის მე-3 და მე-4 სართულებზე და მოიცავს 1033 კვადრატულ მეტრს.
 
  1. კომპანია შეირჩევა, ფასთა კვოტირების,  (Shopping) აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით. შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულზე.  http://www.mcc.gov/pages/business/guidelines    
  2. დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი კომპანიის შესახებ დეტალების მითითებით.
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი
            Email:  procurement@mcageorgia.ge 
                          
               Cc: ktateshvili@mcageorgia.ge; nramishvili@mcageorgia.ge
 
            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
              ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,
            დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102
 
  1. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 22 იანვარი დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:
 
            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
            ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,
            დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102
 
 ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.