ბაზრის კვლევა   ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
21.10.2016
  
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურება

RfQI # PP09/GEP/CS/CQS/02

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation-„MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. 
საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურებისათვის. 
საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის გაზრდა (სახელმწიფოს, ბიზნესის და საჯარო სექტორის, დონორი/საერთაშორისო და ზოგადად საზოგადოების ჩათვლით) ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აქტივობებისა და საბოლოო შედეგების შესახებ. საკონსულტაციო კომპანიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოების წარმატებულ ურთიერთობასა და გრძელვადიან თანამშრომლობას.
კომპანია შეირჩევა, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით: http://www.mcc.gov/pages/business/guidelines.    (საკონსულტაციო კომპანიის კვალიფიკაციაზე დაყრდნობით) (CQS).
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი მოცემულ ელექტრონულ მისამართზე nramishvili@mcageorgia.ge, კომპანიის შესახებ დეტალების მითითებით: 
        ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
        დიმიტრი ქემოკლიძე
        შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge 
cc: nramishvili@mcageorgia.ge 
საკვალიფიკაციო ინფორმაციის მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ოქტომბერი საღამოს 7:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:
        ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
        დიმიტრი ქემოკლიძე
        შესყიდვების დირექტორი
    Email: procurement@mcageorgia.ge 
cc: nramishvili@mcageorgia.ge