ბაზრის კვლევა   ათასწლეულის გამოწვევის ფონდი შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
17.06.2016
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
 
სარემონტო სამუშაოები თბილისის პარტნიორი უნივერსიტეტების ლაბორატორიებში და საკლასო ოთახებში
IFB#PP08/HED/CW/CB/10
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov)  და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები თბილისის პარტნიორი უნივერსიტეტების ლაბორატორიებში და საკლასო ოთახებში სარემონტო სამუშაოები ჩატარების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
სარემონტო ადგილების დათვალიერება გაიმართება 2016 წლის 5 ივლისს
შეკრების ადგილი და დროა:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  შესასვლელთან
თბილისი 0108, საქართველო
დილის 10:30 საათზე საქართველოს დროით (GMT+4)
 
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2016 წლის 6 ივლისს დილის 12:00 საათზე       საქართველოს დროით (GMT+4) შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქუჩა 5,  მე-4-ე სართული, საკონფერენციო ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2016 წლის 15 ივლისს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული, საკონფერენციო დარბაზი (შენობა ლიფტის გარეშეა)
თბილისი, საქართველო 0108
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება სატენდერო წინადადებების შემოტანის ბოლო ვადის ამოუწურვის თანავე ანუ, 2016 წლის 15 ივლისს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული,
თბილისი, საქართველო 0108
 
 ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას კონტრაქტის მოწერის შემდეგ. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
 
            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
            დიმიტრი ქემოკლიძე
            შესყიდვების დირექტორი
            Email:  procurement@mcageorgia.ge 
               Cc: nramishvili@mcageorgia.ge