ბაზრის კვლევა   სსიპ “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)”
07.07.2016
  
 
შესყიდვების ზოგადი შეტყობინება
სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს (MCA-Georgia)

2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით, ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასიის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით.
2016 წლის ივლისიდან 6 თვის განმავლობაში იგეგმება შემდეგი შესყიდვების გამოცხადება:
საქონლის შესყიდვა
 
  • ლაბორატორიული აღჭურვილობისა (ქიმიური ნივთიერებების ჩათვლით) და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა საჯარო სკოლებისათვის;
  • აღჭურვილობის, ლაბორატორიების და სიმულატორების შესყიდვა პროფესიული განათლების კოლეჯებისათვის საქართველოში;
  • პორტატული კომპიუტერების და საოფისე აღჭურვილობის შესყიდვა; 
 
სამშენებლო/ სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 
 
  • საუნივერსიტეტო ფართის/შენობის მშენებლობა;
  • 2016 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვა;
  • სარემონტო სამუშაოების შესყიდვა პროფესიული განათლების კოლეჯებისათვის საქართველოში.
 
არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
  • საკვებისა და სასტუმროში განთავსების მომსახურების შესყიდვა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და თელავში;
  • საგამომცემლო და პოლიგრაფიული მომსახურების შესყიდვა.
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;
  • მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.
 
ყველა შესყიდვა ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) პროგრამის შესყიდვების სახელმძღვანელოს პრინციპების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ  რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (“Millennium Challenge Corporation- MCC”) ვებ-გვერდზე.
 
შესყიდვები ღიაა MCC-ის შესყიდვების გაიდლაინებით ნებადართული ქვეყნების  მონაწილეებისთვის.
 
ტენდერს დაქვემდებარებული შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინებები გამოქვეყნდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (www.mcageorgia.ge)  გაეროს ბიზნესის განვითარების (UNDB: //www.devbusiness.com/) და dgMarket (www.dgmarket.com) ვებ–პორტალებზე.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email:  procurement@mcageorgia.ge
Cc: rgobejishvili@mcageorgia.ge; nramishvili@mcageorgia.ge