ბაზრის კვლევა   შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
26.11.2015
  
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
 
საქართველოს საჯარო სკოლების ნარჩენი წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობებისა და მასთან დაკავშირებული საინსტალაციო მომსახურების შესყიდვა
 
IFB#PP07/GEP/G/CB/01
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა www.mcc.gov და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები  საქართველოს საჯარო სკოლების ნარჩენი წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობებისა და მასთან დაკავშირებული საინსტალაციო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით IFB#PP07/GEP/G/CB/01.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს  აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ  შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/resources. მომწოდებელი შეირჩევა კონკურენტული /ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 15 დეკემბერს დილის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქ. 5, მე–4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი 0108, საქართველო
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2016 წლის 22 იანვარს.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ  შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2016 წლის 22 იანვარს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული (ლიფტის გარეშე), შეხვედრების ოთახი
თბილისი, საქართველო 0108
ამ დროის ამოწურვის შემდეგ მოტანილი სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა, დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები, რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე, შესყიდვების დირექტორი
Cc: ნინო რამიშვილი, უფროსი შესყიდვების კონსულტანტი
Email:  nramishvili@mcageorgia.ge
Cc: procurement@mcageorgia.ge