სიახლეები/განცხადებები   გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სფეროში მიმწოდებლების საყურადღებოდ!
24.11.2016
  
 
გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სფეროში მიმწოდებლების საყურადღებოდ!
 
2016 წლის 7 დეკემბერს 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება მეთექვსმეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან  - გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სფეროში ოპერირებად მიმწოდებლებთან.
 
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 6 დეკემბრამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge
 
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
 
21 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს, სადაც განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.