სიახლეები/განცხადებები   მომხმარებელთა საყურადღებოდ!
26.01.2017
  
 
ტექნიკური სამუშაოები შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
 
2017 წლის  27 იანვრის 22:00 საათიდან 28 იანვრის 12:00 საათამდე და 2017 წლის  28 იანვრის 22:00 საათიდან 29 იანვრის 12:00 საათამდე სისტემის განახლებასთან დაკავშირებული ტექნიკური  სამუშაოების გამო გაითიშება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა.  გთხოვთ,  გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და რაციონალურად გადაანაწილოთ დრო სისტემაში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო პრობლემები. შეგახსენებთ, რომ ზემოთმითითებულ დროს არცერთ ტენდერში არ არის დაგეგმილი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვა.