სიახლეები/განცხადებები   მომხმარებელთა საყურადღებოდ!
07.02.2017
  
 
ტექნიკური სამუშაოები შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში

10 თებერვალს, პარასკევს 22:00-დან შაბათის 08:00-მდე, 11 თებერვალს, შაბათს 22:00-დან კვირის 08:00-მდე და 12 თებერვალს, კვირას 22:00-დან ორშაბათის 08:00-მდე ტექნიკური  სამუშაოების გამო გაითიშება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა.  გთხოვთ,  გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და რაციონალურად გადაანაწილოთ დრო სისტემაში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის, რაც თავიდან აგაცილებთ შესაძლო პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ ზემოთმითითებულ დროს არცერთ ტენდერში არ არის დაგეგმილი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვა.