სიახლეები/განცხადებები   მომხმარებელთა საყურადღებოდ!
13.12.2016
  
 
ტექნიკური სამუშაოები შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
 
16 დეკემბრის 21:00 საათიდან 17 დეკემბრის 09:00 საათამდე დაგეგმილმა ტექნიკურმა სამუშაოებმა შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირების შეფერხება.  გთხოვთ,  გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და რაციონალურად გადაანაწილოთ დრო სისტემაში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის, რაც თავიდან აგაცილებთ შესაძლო პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ მითითებულ დროს არცერთ ტენდერში არ არის დაგეგმილი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წინასწარ გიხდით ბოდიშს.