სიახლეები/განცხადებები   მონაცემების შეგროვება საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ინდივიდუალური შე
11.11.2014

1829

 

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება

მონაცემების შეგროვება საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ინდივიდუალური შეფასებისათვის  

PP05/M&EA/CS/QCBS/02

 

1.      2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.

 

2.      საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა  საკონსულტაციო მომსახურებისათვის - მონაცემების შეგროვება საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის ინდივიდუალური შეფასებისათვის.

 

3.      კომპანია შეირჩევა, შერჩევა ხარისხისა და ფასის მიხედვით  (Quality and Cost based Selection) აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით. შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულზე.  http://www.mcc.gov/pages/business/guidelines    

4.      დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.

            ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო

            დიმიტრი ქემოკლიძე

            შესყიდვების დირექტორი

            Email:  procurement@mcageorgia.ge 

             Cc: ktateshvili@mcageorgia.ge; dkemoklidze@mcageorgia.ge 

 

 

5.      სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 22 დეკემბერი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:

 

            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

            ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,

            დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102

 

 ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.