სიახლეები/განცხადებები   მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (საკონსულტაციო მომსახურება)
10.06.2014

1594

 

საქართველო

პარლამენტის სამართალშემოქმედების და პოლიტიკის ფორმულირების შესაძლებლობათა გაძლიერების პროექტი

გრანტის# IDF TF099612

დავალების სახელწოდება: საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მონაცემების ნორმალიზაციის და საკანონმდებლო ინფორმაციის მართვის სისტემის განვითარება

საქართველოს პარლამენტმა მიმართა მსოფლიო ბანკს ფინანსური მხარდაჭერისთვის პარლამენტის სამართალშემოქმედების და პოლიტიკის ფორმულირების შესაძლებლობათა გაძლიერებაპროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც აცხედებს კონკურს საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად  დავალებისსაქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მონაცემების ნორმალიზაციისა და საკანონმდებლო ინფორმაციის მართვის სისტემის განვითარების  შესასრულებლად.

აღნიშნული პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მუშაობის ხარისხის ამაღლება, კანონშემოქმედებითი პროცესის გაუმჯობესება და საკანონმდებლო ინფორმაციის ხელმისაწვდომლობის უზრუნველმყოფა. პირველად მიზანს წარმოადგენს პარლამენტარებისათვის განახლებული და დახარისხებული ინფორმაციის ხელმისაწვდომლობა, რაც დაეხმარება მათ ნორმატიული აქტების შექმნაში, დახვეწასა და გაძღოლაში. მნიშვნელოვანია რომ ინფორმაცია იყოს დაცული და შეუფერხებლად მიეწოდებოდეს პასუხისმგებელ პირებს. საკანონმდებლო ინფორმაციის სწორი მართვა და ამ მიმართულებით გატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებას.

წინადადება ინტერესის გამოხატვაზეისახავს მიზნად ადგილობრივი საკონსულტაციო ორგანიზაციებისგან განაცხადის მიღებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან და გააჩნიათ შესაძლებლობა (სათანადო რესურსი და გამოცდილება) განახორციელონ დავალების ფარგლებში დასმული ამოცანები:

·         საკანონმდებლო მონაცემების ნორმალიზაცია (მოწესრიგება). საკანონმდებლო მონაცემების ნორმალიზაციის პროცეს ახლავს საკანონმდებლო მონაცემების სტანდარტიზაცია, ხარისხის ამაღლება, სრულყოფა, მგრადობა, აქტუალურობა. ნორმალიზებული საკანონმდებლო მონაცემები წარმოადგენს საკანონმდებლო ინფორმაციის მართვის ავტომატიზებული სისტემის ძირითად ბირთვს. მნიშვნელოვანია რომ ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, მარტივად მოსაპოვებელი, გასაგები და ზუსტი.

·         საკანონმდებლო ინფორმაციის მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნა, რომლის მიზანს წარმოადგენს საკანონმდებლო ინფორმაციის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს პარლამენტარებს მათი ფუნქციების განხორციელებაში, კერძოდ, საჭირო ინფორმაციის მოძიების სერვისის გაუმჯობესებას, კანონშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობას და აუცილებელი ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას.  

 

საქართველოს პარლამენტი იწვევს უფლებამოსილ კონსულტანტებს (კომპანიებს) ინტერესის

გამოსახატავად ზემოაღნიშნული მომსახურების განსახორციელებლად. დაინტერესებულმა

კონსულტანტებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, სადაც ასახული იქნებ მათი

კვალიფიკაცია (ბროშურები, მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ანალოგიურ

პირობებში მუშაობის გამოცდილება, სათანადო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების

არსებობა და .).

 კონსულტანტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით.

 საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ხანგრძლივობაა 5 თვე.

კონსულტანტი უნდა იყოს მინიმუმ 7 წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე კომპანია, რომელსაც ექნება დადასტურებული ანალოგიური გამოცდილება.

შენიშვნა: საქართველოს პარლამენტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთები და მოპოვებული ინფორმაცია გამოიყენოს შეფასების მიზნებისთვის.

დაინტერესებულმა კონსულტანტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მსოფლიო ბანკის ინსტრუქციების – “მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, “კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები“) – 1.9 პარაგრაფზე, სადაც განსაზღვრულია მსოფლიო ბანკის პოლიტიკა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული სპეციფიკური ინფორმაცია, რომელიც ეხება აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებულ ინტერესთა კონფლიქტს: კონსულტანტი დავალებასთან მიმართებაში ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ კონტრაქტში მითითებული პირობების შესაბამისად. დაუშვებელია კონსულტანტისა და მისი ფილიალების მონაწილეობა ისეთ საკონსულტაციო ან სხვა ღონისძიებებში, რომლებიც კონტრაქტის თანახმად დამკვეთთან ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. კონტრაქტი უნდა მოიცავდეს პირობებს, რომლითაც იზღუდება მომავალში კონსულტანტის მონაწილეობა სხვა მოსახურებებში, რომელიც გამომდინარეობს ან პირდაპირ კავშირშია ფირმის საკონსულტაციო მომსახურეობებთან ინსტრუქციების 1.9 და 1.10 პარაგრაფებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.

კონსულტანტის შერჩევა მოხდება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციებში – `მსოფლიო ბანკის სესხის ამღების მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება [რეკონსტრუცქიისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხის და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA)კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში]” (2011 წლის იანვრის გამოცემა, ~კონსულტანტების სახელმძღვანელო პრინციპები”) მოცემული კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის თანახმად.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო საათებში 11:00-დან 18:00 საათამდე.

ინტერესის გამოხატვის და მასზე თანდართული შრომითი ბიოგრაფიებისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონული ან ბეჭდური ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის 19 ივნისის 19:00 საათისა.

სახელი: მერაბ გოცირიძე

თანამდებობა: საქართველოს პარლამენტის ინფიორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

მისამართი: . ქუთაისი, აბაშიძის . 26 საქართველოს პარლამენტი, 4600

ტელ: 032 2 28 90 06

ელ.ფოსტა: merab@parliament.ge ან contact@parliament.ge