სიახლეები/განცხადებები   მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე
25.02.2014

1502

 

საქართველო

წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II

 

წყალმზიდი სატვირთო მანქანების მიწოდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომომარაგების კომპანიისათვის

 

საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა #EIB/WIMPII/G/ICB/04

 

1. საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის ("ბანკი") სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული პროექტის დასაფინანსებლად, რაც ითვალისწინებს წყალმზიდი სატვირთო მანქანების მიწოდებას საქართველოს გაერთიანებული წყალმომომარაგების კომპანიისათვის (კონტრაქტის #EIB/WIMPII/G/ICB/04).

 

2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს საკონკურსო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მქონე და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს, რომელთაც უნდა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადებები დალუქულ კონვერტებში 2 ცალი წყალმზიდი სატვირთო მანქანის მისაწოდებლად.

 

მოწოდების პერიოდი შეადგენს: 90-დან 120 დღეში.

 

3. საკონკურსო ვაჭრობა ჩატარდება საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად, ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების  სახელმძღვანელო, 2011 . ივნისის გამოცემა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მონაწილეს უფლებამოსილი ქვეყნებიდან.

 

4. დაინტერესებულ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის ნახვა შეუძლიათ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  ქვემოთ მითითებულ მისამართზე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 სააათამდე.

                                   

5. საკონკურსო წინადადებების წარმოდგენა მოხდება ერთი კონტრაქტისთვის.  ყველა პუნქტი შეფასდება ერთობლივად და კონტრაქტი მიენიჭება კონკურსის იმ მონაწილეს, რომელსაც ექნება უდაბლესი ფასის მქონე ტექნიკურად დამაკმაყოფილებელი საკონკურსო წინადადება.

 

იმ შემთხვევაში, თუ უდაბლესი ფასის მქონე კონკურსის მონაწილე აკმაყოფილებს საკონკურსო მონაცემების კონკურსის მონაწილეთა ინსტრუქციების 11.1 (g) და 11.1(h)(i)  პარაგრაფებით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, კონკურსის მონაწილეს მიენიჭება კონტრაქტი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს:

 

კონტრაქტის მინიჭებისთვის, კონკურსის მონაწილე საჭიროა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს და ვალდებულია წარმოადგინოს ქვემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია რათა დაასაბუთოს რომ:

           

() ბოლო ხუთი (5) წლის განმავლობაში წარმატებით აქვს შესრულებული წყალმზიდი სატვირთო მანქანების მიწოდებასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი კონტრაქტი, სულ მცირე 2 ერთეული წყალმზიდი სატვირთო მანქანის მოცულობით და რომ აღნიშნული საქონელი წარმატებით გამოიყენება მიმღების მიერ სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. (აღნიშულის დასადასტურებლად კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემსყიდველის/ბენეფიციარის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი ან/და წერილი სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული საქონელი წარმატებით გამოიყენება სულ მცირე 1 წლის განმავლობაში).

 

() კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომ იგი ფლობს სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას (ან გაფორმებული აქვს კონტრაქტი), რომელიც განლაგებულია საქართველოში, არის სათანადოდ აღჭურვილი და საქონლის მწარმოებლის მიერ უფლებამოსილია მომსახურების განხორციელებაზე, გააჩნია სათადარიგო ნაწილების საწყობი და საგარანტიო მომსახურების შესაძლებლობა როგორც ეს მოთხოვნილია საკონკურსო დოკუმენტაციის VII ნაწილშიმოთხოვნების ჩამონათვალი. სერვისის მომწოდებელს უდა გააჩნდეს სულ მცირე 3 წლის გამოცდილება სატენდერო წინადადებაში შემოტავაზებული მწარმოებლის საქონლის მომსახურებაში. (აღნიშულის დასადასტურებლად კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემსყიდველის/ბენეფიციარის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი ან/და წერილი სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული საქონლის მომსახურება გაწეულია მაღალ დონეზე).

           

ადგილობრივი წარმოების კონკრეტული საქონლისთვის განსაზღვრული პრეფერენციული შეთავათები "არ იმოქმედებს". დამატებითი დეტალები მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

 

6. დაინტერესებულ მონაწილეებს საკონკურსო დოკუმენტაციის სრული პაკეტის შეძენა ინგლისურ ენაზე, შეუძლიათ ქვემოთ მოცემულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარმოდგენის და არანაზღაურებადი 200 ლარის, ან აღნიშნული თანხის  ეკვივალენტი კონვერტირებადი ვალუტის გადახდის შემდეგ, დამატებით საკურიერო მომსახურების ხარჯებთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის მონაწილე საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას მოინდომებს კურიერის მეშვეობით. მოთხოვნის შემთხვევაში, საკონკურსო დოკუმენტაციის გაგზავნა მოხდება საკურიერო მომსახურების მეშვეობით, თუ ტრანსპორტირება წინასწარ იყო შეკვეთილი კონკურსში მონაწილის ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აღნიშნული დოკუმენტაციის დაკარგვის ან დაგვიანებით მიწოდებისთვის.

 

გადახდის განხორციელება ხდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

მოსარგებლე ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი.

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის . #2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მოსარგებლე: სსიპსაქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდი;

საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს (მულტი-სავალუტო) ანგარიშის #: GE46BR0000010653180664

მიუთითეთ: "მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე, პაკეტის ნომერი

EIB/WIMPII/G/ICB/04"

 

7. საკონკურსო წინადადებების წარდგენა ქვემოთ მოცემულ მისამართზე უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2014 წლის 14 აპრილის 15:00 საათისა ადგილობრივი დროით. ელექტრონული საკონკურსო ვაჭრობა ნებადართული არ არის. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. საკონკურსო წინადადებების გახსნა ქვემოთ მითითებულ მისამართზე მოხდება 2014 წლის 14 აპრილს, 15:00 საათზე იმ კონკურსის მონაწილეთა თანდასწრებით, რომელნიც მოისურვებენ აღნიშნულ პროცედურაზე დასწრებას.

            ყველა საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს საკონკურსო წინადადების გარანტია 6,600 (ექვსი ათას ექვსასი) ლარის, ან კონვერტირებადი ვალუტის ეკვივალენტის ოდენობით. საკონკურსო წინადადების საგარანტიო განაცხადის წარმოდგენა გათვალისწინებული არ არის.

 

8. ზემოთ ხსენებული მისამართი:

                       

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

-ნი ელგუჯა ხოკრიშვილი, აღმასრულებელი დირექტორი

მის.: . აღმაშენებლის გამზ. #150, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 32 2437001/02/03/04

ფაქსი: +995 32 2437077

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge