სიახლეები/განცხადებები   თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან ღრმავდება
09.02.2017
    
 
1.JPG

თებერვლის დასაწყისში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობდა. მისიის შემადგენლობაში იყვნენ ვაშინგტონის სათაო ოფისიდან 4 წამყვანი კონსულტანტი. 7 და 9 თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციაში და სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. სააგენტოსთან ერთად, სემინარებს დაესწრნენ სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ბიზნესმენები. კვლევები 2013-2015 წლებში ქვეყანაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონაცემების ანალიზს, ასევე ახალი მიდგომების და მონაცემთა წარმოჩენის და გამჭვირვალეობის სტანდარტების შემოღებას ეხებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში შეიმუშავეს რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის სრულყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.
 
მსოფლიო ბანკის კვლევა განხორციელდა ბრიტანეთის მთავრობის (DFID-ის) მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობის და ტრანსპარენტობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის.