სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „გრანდმშენი“
25.10.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გრანდმშენი“

პს „გრანდმშენი“ ს/ნ: 439407312

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 30 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 30 სექტემბრის №08/9949 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 10478), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „გრანდმშენის“ (ს/ნ: 439407312) მიერ NAT190015031 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2019 წლის 4 სექტემბრის № 166 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.