სიახლეები/განცხადებები   თემაზე “სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი რეფორმები კომუნალურ სექტორში“ სემინარი ჩატარდა
04.12.2019
  
 
IMG_1903.JPG






















მიმდინარე წლის 2 და 3 დეკემბერს, სასტუმროში “შერატონ გრანდ მეტეხი პალასი” გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე “სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დაგეგმილი რეფორმები კომუნალურ სექტორში”.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში დამტკიცებული გარდაქმნების სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას, გათვალისწინებულია უახლოეს წლებში ევროკომისიის კომუნალური სექტორის (ელ. ენერგია, გაზი, წყალი, საფოსტო, სატრანსპორტო, პორტებისა და აეროპორტების მომსახურების თაობაზე) დირექტივასთან (2014/25/EU) დაახლოება.
აღნიშნული დირექტივა ითვალისწინებს რიგ საკანონმდებლო ცვლილებასა და ახალ რეგულაციებს კომუნალურ სექტორში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრას წარუძღვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ექსპერტები და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროკავშირის კომუნალური სექტორის დირექტივის პრინციპები და დებულებები და ასევე განიხილეს საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან ჰარმონიზაციის საკითხი.