სიახლეები/განცხადებები   საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებენ
16.04.2018
  
 
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებენ.  „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ინოვაციებისა და გამჭირვალე სერვისების  დანერგვით მუდმივად უმჯობესდება“, - ასეთი შეფასება მისცა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის შესყიდვების უფროსმა სპეციალისტმა ტანვირ ჰოსეინმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას. მსოფლიო ბანკი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემით 2014 წლიდან სარგებლობს და იყენებს დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საჭირო შესყიდვების განსახორციელებლად.
„მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ეფექტიანობა, გამჭირვალობა და ის სარგებელი, რომელსაც შემსყიდველი გადახდილი საფასურის სანაცვლოდ იღებს. სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  პოლიტიკური ნება საჯარო შესყიდვების რეფორმის განხორციელებისა და საჯარო ფინანსების მართვის პროცესში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი. საკუთარ შეფასებაში იგი იმ მზაობაზე საუბრობს, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქვს შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამჭირვალობის კუთხით. „საგულისხმოა, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიღწევები და მზაობა,  შესყიდვების ელექტრონული სისტემა გახდეს მეტად ეფექტური, გამჭირვალე. ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მქონე და ქვეყნის დინამიური ეკონომიკის პირობებში თანაბრად ხელმისაწვდომი მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოებისთვის“, - აღნიშნა მან.  
ასევე, პოზიტიურ შეფასებას აძლებს სააგენტოს მუშაობას ბრიტანული წამყვანი საერთაშორისო ალიანსი „Open Contracting Partnership“. საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში საჯარო შესყიდვებში მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა მთავარ სტიმულს „Open Contracting Partnership“ (OCP) -ის დანერგვისთვის. „გატარებული რეფორმების შედეგად საქართველოში შეიქმნა მონაცემების მართვის გასაოცარი შესაძლებლობა, რომელიც აადვილებს საჯარო შესყიდვების წარმართვის პროცესს და ხდის მას მეტად მიმზიდველს ბიზნესისთვის და დაინტერესებული პირებისთვის“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.